ნიკა სანდოხაძეს თბილისის „დინამოსთან“ კონტარქტი დაუსრულდა და თბილისის „ლოკომოტივის“ მოთამაშე გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ლოკომოტივის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეიდან, ნიკა სანდოხაძე თბილისის „ლოკომოტივის“ სრულფასოვანი წევრია. 26 წლის ცენტრალურმა მცველმა, ჩვენს კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. დიდ წარმატებას ვუსურვებთ ნიკას „ლოკოსთან“ ერთად“, – წერია „ლოკომოტივის“ ვებგვერდზე.
გასული სეზონი ნიკა სანდოხაძემ თბილისის „დინამოში“ დაიწყო, მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე ხელი მოიტეხა და დრო გაუცდა, გუნდში არ ათამაშებდნენ, იჯარით გადავიდა „ლოკომოტივში“, 2014 წელსაც თამაშობდა.
გასულ სეზონში „ლოკომოტივის“ მაისურით, სანდოხაძემ ეროვნულ ლიგაში რვა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, ასევე, სამი მატჩი ითამაშა უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.