„დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო მზად არის „მანჩესტერ სიტიში“ დასაბრუნებლად, – დაწერა გაზეთმა „სანმა“.
წყაროს ცნობით, ინგლისელი ფეხბურთელი დაბრუნდება „სიტიში“ იმ შემთხვევაში, თუ ამ კლუბისგან შესაბამის წინადადებას მიიღებს. ამის შესახებ სანჩომ თავის გარემოცვას გამოუცხადა. მას თითქოს არ სურს „დორტმუნდში“ დარჩენა და პრემიერლიგაში გადაბარგებას გეგმავს.
ამასთან, სანჩოზე ძირითადი პრეტენდენტია „მანჩესტერ იუნაიტედი“, თუმცა „დორტმუნდი“ აპირებს ფეხბურთელში მინიმუმ 130 მილიონი ევრო მიიღოს, „იუნაიტედი“ კი ასეთი დანახარჯებისთვის მზად არ არის.
სანჩომ „სიტი“ 2017 წლის ზაფხულში დატოვა. ამ სეზონში მან 41 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი პასი შეასრულა. სანჩოს კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.