სანაკრებო პაუზის შემდეგ ელიგა განახლდა - „დილამ“ „იბერია“ დაამარცხა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება გორში გამართული მატჩით განახლდა – „დილამ“ „იბერიას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
„თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ მეხუთე ტურის შეხვედრა თბილისელებმა კარგად დაიწყეს და მე-5 წუთზე საბა მამაცაშვილის ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდნენ. თუმცა გადამწყვეტი გამოდგა 42-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი, როდესაც არბიტრმა სტუმართა ნახევარმცველს, შოთა ნონიკაშვილს წითელი ბარათი აჩვენა.
გორის „დილამ“ რიცხვობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა. 45-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ტაირელ ვაუტერმა გოლად გარდასახა. 64-ე წუთზე გორელები ივან ლიტვინენკომ ეფექტური დარტყმით დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+1-ე წუთზე ანტონიო ლოპესმა დააფიქსირა.
5 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 12 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „იბერია“ (10) მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.