სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ელიგა განახლდა - სტადიონზე მაყურებელი დაბრუნდა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ელიგა განახლდა - სტადიონზე მაყურებელი დაბრუნდა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 2-ში თამაშები განახლდა და მე-5 ტურის მატჩები დაიწყო. აღსანიშნავია, რომ უკვე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. თუმცა, რეგულაციებიდან გამომდინარე, გულშემატკივარი სტადიონებზე ტევადობის 30%-ის შესაბამისად დაიშვება.

 

მე-5 ტური

დინამო ზგ – ჩიხურა 2:0

მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა – არენა“

გოლები: 1:0 ბექა ჭკუასელი (7. გიორგი ჭანუყვაძის პასით), 2:0 დათა ქირია (88. ირაკლი კლიმიაშვილის პასით)

 

შევარდენი 1906 – მერანი მრ 1:2

კასპი. ცენტრალური სტადიონი

გოლები: 0:1 შეიკნე სილა (19. პ), 1:1 თენგიზ ბრეგვაძე (22. გიორგი ჯინიკაშვილის პასით), 1:2 ზვიად ქანთარია (60. პ)

გაფუჭებული პენალტი: ნიკა ქორიძე (12)

 

მერანი თბ – ვიტ ჯორჯია 0:0

თბილისი. სპაერის სტადიონი

 

დღეს ეროვნულ ლიგა 2-ში მე-5 ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართება. თამაშები ეროვნულ ლიგაშიც განახლდება და მე-6 ტურის ორი მატჩი გაიმართება.

 

დღის თამაშები

ეროვნული ლიგა 2

სიონი – გარეჯი 14:00

რუსთავი – გაგრა 15:00

ეროვნული ლიგა

სამგურალი – სამტრედია 15:00

ტორპედო – შუქურა 17:00