ფუტსალში სან მარინოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია – მან ქვეყნის ისტორისაში უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე ერთ-ერთი რაუნდი გადალახა – ლაპარაკია როგორც ფეხბურთზე, ასევე ფუტსალზე.
სან მარინოს ნაკრებმა ქალაქ ვარნაში ალბანეთის ნაკრებს 2:0 მოუგო, რითაც დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო ბულგარეთის ნაკრებს ფუტსალის ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში.
ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მოხვდნენ შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე. მეორე ადგილზე გასული ცხრა გუნდი, ასევე ხუთი საუკეთესო მესამეადგილოსანი პლეი ოფში ითამაშებენ მეორე ეტაპის დარჩენილი შვიდი საგზურის მოსაპოვებლად.