„სან ხოსე“ მეოთხედფინალშია - ვაკო ყაზაიშვილის გოლი და შედეგიანი გადაცემა (ვიდეო)
„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) განახლებულ გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპი მიმდინარეობს.
რიგით მეხუთე მეოთხედფინალისტი გახდა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსე“, რომელმაც მერვედფინალში ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა „რეალ სოლტ ლეიკი“ – 5:2. „სან ხოსეს“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ყაზაიშვილი იყო, რომელმაც გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
21-ე წუთზე ყაზაიშვილმა კრისტიან ესპინოსას გაატანინა, მაგრამ „სოლტ ლეიკმა“ ერთ წუთში საპასუხო გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში მაგნუს ერიქსონის პენალტითა და ყაზაიშვილის გოლით, „სან ხოსე“ 61-ე წუთისთვის 3:1 დაწინაურდა. 75-ე წუთზე „სოლტ ლეიკმა“ მინიმამუმდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ბოლო 10 წუთში „სან ხოსემ“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და 5:2 გაიმარჯვა.
ყაზაიშვილი 81-ე წუთზე კოუელმა შეცვალა, კაშიამ კი 90 წუით ითამაშა.
„სან ხოსეს“ მეტოქე მეოთხედფინალში ოთხშაბათს, „კოლამბუსისა“ და „მინესოტას“ მატჩში გაირკვევა.