„სან ხოსე“ კაშიამაც დატოვა
„სან ხოსე“ კაშიამაც დატოვა

ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ქართველი ფეხბურთელი აღარ დარჩა – ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ გურამ კაშიამაც განაცხადა, რომ „სან ხოსეს“ ტოვებს.

საქართველოს ნაკრების მცველმა ამის შესახებ განცხადება ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა და კალიფორნიულ გუნდს დაემშვიდობა.

„მადლობა „სან ხოსეს“. გუნდთან მრავალი შესანიშნავი მოგონება მაკავშირებს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ აქ თავს სასურველ სტუმრად ვგრძნობდი. ეს საოცარი მოგზაურობა იყო და უამრავი მშვენიერი ადამიანი გავიცანი. მომენატრებით – მომავალში საუკეთესოს გისურვებთ!“, – წერს გურამ კაშია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე განცხადება ვაკო ყაზაიშვილმა გაავრცელა. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი „სან ხოსეში“ 2018 წელს არნემის „ვიტესიდან“ გადავიდა და გუნდში 41 შეხვედრა ჩაატარა. ბოლო დროს ის გუნდში აღარ თამაშობდა. კაშიას თქმით, მიზეზი ტრავმები იყო.