სან-ანტონიო: ტრაგედია მნიშვნელოვანი მატჩის წინ
სან-ანტონიო: ტრაგედია მნიშვნელოვანი მატჩის წინ

‘სან-ანტონიო სპურსის’ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩს მეუღლე გარდაეცვალა.

‘უდიდესი სინანულით გაცნობებთ, რომ გრეგ პოპოვიჩის მეუღლე, ერინ პოპოვიჩი, დღეს დილით გარდაიცვალა’, – ნათქვამია გუნდის ოფიციალურ გვერდზე, თუმცა სიკვდილის მიზეზების ან გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გავცელებულა.

კალათბურთის ქართველ მოყვარულებს გრეგ პოპოვიჩმა თავი შარშან შეახსენა, როდესაც ‘გოლდენ სტეიტის’ ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, ‘სან-ანტონიოს’ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, კავაი ლეონარდისთვის ტრავმის განგებ მიყენებაში დაადანაშაულა.

1996 წლიდან, როდესაც პოპოვიჩი სან-ანტონიოს მწვრთნელი გახდა, გუნდმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა ხუთჯერ მოიპოვა. პარასკევს ‘სპურსი’ ‘გოლდენ სტეიტის’ წინააღმდეგ პლეი-ოფის მესამე მატჩს გამართავს. პირველი ორი მატჩის შემდეგ ანგარიშია 2-0 ‘გოლდენ სტეიტის’ სასარგებლოდ.

დაესწრება თუ არა ამ მატჩს გრეგ პოპოვიჩი, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა.