ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ტეხასში “სან ანტონიო სპურსმა” “ოკლაჰომა სიტის” უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულის სხვაობით 103-99 სძლია. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა შეხვედრის უკანასკნელ პერიოდში მოიპოვა. ლამარკუს ოლდრიჯის (25 ქულა, 11 მოხსნა), პატი მილსის (14 ქულა), მანუ ჯინობილისა (10 ქულა) და კაილ ანდერსონის (10 ქულა) კარგი თამაშის წყალობით სან ანტონიომ საჭირო გამარჯვება მოიპოვა და პლეი ოფისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ოკლაჰომელთა შორის ყველაზე შედეგიანი 26 ქულით პოლ ჯორჯი გამოდგა. რას ვესტბრუკის ანგარიშზე 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასია. მორიგი მარცხი განიცადა ლიდერების გარეშე მოასპარეზე “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა”. სტივ კერის გუნდმა ამჯერად “ორაკლ არენაზე” “მილუოკი ბაგსთან” 107-116 წააგო. მოედანს დაუბრუნდა კევინ დიურანტი, რომელმაც 10 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე მხოლოდ 3:47 წუთი დაჰყო. მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ყველზე მეტი 30 ქულა ქუინ კუკის ანგარიშზეა.
დეტროიტი – ვაშინგტონი 103-92
მაიამი – ჩიკაგო 103-92
საკრამენტო – ინდიანა 103-106