ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის საგზურისთვის ერთდროულად რამდენიმე გუნდი იბრძვის, მათ შორის “სან ანტონიო სპურსი”. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა საკუთარ არენაზე “გოლდენ სტეიტ ვორიორს” უმასპინძლა, რომელსაც ტრავმის გამო კევინ დიურანტი, სტეფ კარი და კლეი ტომპსონი ვერ ეხმარებოდნენ. მოქმედი ჩემპიონის საკადრო პრობლემები ტეხასურმა გუნდმა კარგად გამოიყენა და მნიშვნელოვანი გამარჯვება (89-75) მოიპოვა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო 33 ქულითა და 12 მოხსნით ლამარკუს ოლდრიჯი გამოდგა. სასტარტო ხუთეულში დაიწყო შეხვედრა ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ არასრულ 15 წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. “ვორიორსის” რიგებში ყველაზე მეტი 20 ქულა ქუინ კუკის ანგარიშზეა.
კლივლენდი – მიულუოკი 124-117
ინდიანა – ლეიკერსი 110-100
ფილადელფია – შარლოტი 108-94
ბრუკლინი – მემფისი 118-115
მაიამი – დენვერი 149-141
ნიუ იორკი – ჩიკაგო 110-92
საკრამენტო – დეტროიტი 90-106