"სან ანტონიომ" "კლივლენდს" დამაჯერებლად მოუგო
"სან ანტონიომ" "კლივლენდს" დამაჯერებლად მოუგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. “კლივლენდ კავალიერსი” საკუთარ “ქუიქენ ლოანს არენაზე” “სან ანტონიო სპურსს” დაუპირისპირდა და 16 ქულის სხვაობით 94-110 დამარცხდა. ტეხასელებმა მეორე ტაიმი 60-41 მოიგეს, რაც შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა. გრეგ პოპოვიჩის გუნდში საუკეთესო 27 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოდგა. დენი გრინმა 22 ქულის დაგროვება შეძლო. კლივლენდელთა შორის ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი იყო, რომლემაც 33 ქულით, 13 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამმაგ დუბლამდე “მეფეს” 1 პასი დააკლდა.

შარლოტი – დეტროიტი 114-98
მილუოკი – ნიუ ორლეანი 121-123
ვაშინგტონი – ფილადელფია 109-94
დენვერი – ჰიუსტონი 114-119