„სან ანტონიო სპურსი“ 11 ნოემბერს ჩაატარებს ცერემონიას, რომლის დროსაც ხმარებიდან ამოიღებს მეცხრე ნომერს. ის ეკუთვნოდა ფრანგ გამთამაშებელს ტონი პარკერს, რომელმაც კარიერა 2019 წელს დაასრულა. ფრანგმა მცველმა ბოლო სეზონი „შარლოტის“ შემადგენლობაში გაატარა.
ტონი პარკერი ოთხჯერ იყო ჩემპიონი „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში – 2003, 2005, 2007 და 2014 წლებში. საფრანგეთის ნაკრების რიგებში მან 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ერთხელ მოიგო ვერცხლის მედალი და ორჯერ – ბრინჯაოს მედალი.
კარიერის განმავლობაში პარკერმა ითამაშა „რასინგ პარიზის“, „სან ანტონიოს“, „ვილერბანის“ და „შარლოტის“ რიგებში თამაშობდა.
11 ნოემბერს, „სან ანტონიო“ შინ მიიღებს „მემფისს“.