„სან ანტინიო სპურსის“ ხელმძღვანელობა ტექსასის „ეითიენდთი ცენტრში“ მანუ ჯინობილის 20 ნომრიან მაისურს სამუდამო ადგილს მიუჩენს.
ცერემონია 2019 წლის 28 მარტს შედგება, როდესაც „სან ანტონიო“ NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „კლივლენდ კავალიერსს“ უმასპინძლებს.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, სპორტული კაერიერის დასრულების შესახებ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე განაცხადა. კალათბურთის ისტორიაში ჯინობილი ერთ-ერთ საუკეთესო „მეექვსე კაცად“ ითვლებოდა.
ჯინობილიმ NBA-ში 16 სეზონი ჩაატარა და „სან ანტონიო სპურსთან“ ერთად ოთხჯერ მოახერხა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბეჭდის მოგება.