სამუელ ეტოო - ჩავი „ბარსელონაში“ უნდა დაბრუნდეს, სანამ ფეხბურთის ღმერთი მესი ჯერ კიდევ იქ არის
სამუელ ეტოო - ჩავი „ბარსელონაში“ უნდა დაბრუნდეს, სანამ ფეხბურთის ღმერთი მესი ჯერ კიდევ იქ არის

„ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ „კატალუნია რადიოსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ჩავის თავის მშობლიურ გუნდში მთავარ მწვრთნელად დაბრუნება ურჩია.

„მე ვუთხარი ჩავის, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაბრუნდეს „ბარსელონაში“ და ეს მანამ უნდა მოხდეს, სანამ ფეხბურთის ღმერთი მესი ჯერ კიდევ იქ არის. მას ლეოსთან ერთად უთამაშია, ამიტომ გუნდთან ერთად შეგუება სხვებზე მეტად გაუადვილდება“, – ამბობს კამერუნელი ფორვარდი.

შეგახსენებთ, რომ ეტოო „ბარსელონას“ ღირსებას 2004-09 წლებში იცავდა, 200 მატჩი ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ჩავის, ის კატალონიურ გრანდში 1998-2015 წლებში გამოდიოდა და 85 გოლის ავტორი გახდა.