ეროვნული ლიგის 24-ე ტური სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩით გაგარძელდა – „სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 2:2.
30-ე წუთზე ანგარიში „სამტრედიის“ ესპანელმა ლეგიონერმა ინიგო მარტინმა გახსნა. წყალტუბოელთაგან თავი ძმებმა ხორხელებმა გამოიჩინეს – 44-ე წუთზე ლუკამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში ნიკამ „სამგურალი“ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ლუკა ხორხელმა ბოლო სამ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
„სამგურალს“ უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ „სამტრედია“ მეკარე ავთო ლაბაძემ რამდენჯერმე გადაარჩინა. 59-ე წუთზე კი მასპინძელთა კამერუნელმა თავდამსხმელმა, ფრანსუა ეკონგოლომ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
„სამტრედიას“ ახალი მწვრთნელის, ლადო კაკაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამი მატჩი არ წაუგია, მაგრამ გუნდი 16 ქულით ბოლო ადგილზეა, „სამგურალმა“ (30) კი მეექვსე პოზიცია შეინარჩუნა.