„სამტრედიაში“ ორი ლეგიონერი დაიმატეს
„სამტრედიაში“ ორი ლეგიონერი დაიმატეს

„სამტრედიას” ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. გუნდმა მზადება გვიან დაიწყო და ასევე გვიან დაინიშნა მთავარი მწვრთნელი – გია ცეცაძე.

ცნობილი გახდა, რომ გუნდი ბევრმა მოთამაშემ დატოვა და ბევრიც მივიდა. მაგალითად, გუნდმა ესტებან მასკარენა დაიმატა. 25 წლის ურუგვაელი ლეგიონერი ბოლოს ესპანეთის დაბალი ლიგის „სენტ ჯორდიში“ თამაშობდა. სამშობლოში გამოდიოდა „ბელა ვისტაში“, მონტევიდეოს „რივერ პლეიტსა“ და „ვილა ესპანიოლაში“.

მეორე ახალწვეულიც ცენტრალური მცველია – აზერბაიჯანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი წევრი იბრაჰიმ ქაზირზარდა. 21 წლის მოთამაშე „ყარაბაღის“ აღზრდილია, რომელიც ბოლოს ბაქოს „ნეფთჩის“ დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.