„სამტრედიაში“ ლეგიონერები დაიმატეს
„სამტრედიაში“ ლეგიონერები დაიმატეს
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ შეკრების პირველ ეტაპს „თელავთან“ სპარინგით დააასრულებს. ეს ამხანაგური მატჩი თბილისში, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში 15:00 საათზე დაიწყება.
 
„თელავთან“ მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. მანამდე კი საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ ორი ახალწვეული წარადგინეს – ორივე მათგანი ლეგიონერია.
გუნდთან კონტრაქტები გააფორმეს განელმა მცველმა სამუელ ინკუმმა და სერბმა სტრაჰინია კრსტევსკიმ – ორივე ლეგიონერმა „სამტრედიასთან“ ერთად პირველი ვარჯიში უკვე გამართა.
ინკუმი განელი მცველია – მან ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 46 მატჩი ჩაატარა. გამოდიოდა „ბაზელში“, „დნიპროში“, „ანთალიასპორსა“ და „ბოავიშტაში“ ბოლოს ის ბულგარულ „დუნავში” ირიცხებოდა.
რაც შეეხება კრსტევსკის, 22 წლის ცენტრალური თავდამსხმელი „ცრვენა ზვეზდას” ფეხბურთელია და გასულ წელს იჯარის წესით „რაბოტნიჩკიში” თამაშობდა. იყო სერბეთისა და მეკედონიის ასაკობრივი ნაკრებების წევრი.