ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“ სეზონისთვის ემზადება – კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა ამხანაგური შეხვედრა „ვიტ ჯორჯიასთან” გამართეს და ფრედ 1:1 დაასრულეს.
ამ დაპირისპირდებაში „სამტრედიიდან” თავი გიორგი ილურიძემ გამოიჩინა, რომელიც ბოლო ორი სეზონი ბათუმის „დინამოში” ირიცხებოდა, მაგრამ დეკემბერში გუნდი დატოვა.
„ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩის შემდეგ, „სამტრედიამ” ილურიძესთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„გიორგი ილურიძე „სამტრედიას” ფეხბურთელია! 27 წლის შემტევი ბოლოს „დინამო ბათუმის” რიგებში გამოდიოდა, მანამდე კი „ეთნიკოსის”, „სკა-ენერგიას”, გორის „დილას”, „ანჟის”, „ზესტაფონის”, „ერმისისა” და „ჰაიდუკის” ღირსებას იცავდა”– წერია „სამტრედიის” ოფიციალურ ვებგვერდზე.