„სამტრედიას“ ვიცე-კაპიტანი - უმაყურებლოდ თამაში ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება
„სამტრედიას“ ვიცე-კაპიტან კოკა სეფიაშვილის აზრით, ეროვნული ლიგის უმაყურებლოდ განახლება ისეთ გუნდებზე აზარალებს, რომლებსაც ტრადიციულად ბევრი მაყურებელი ჰყავთ.
„ჩვენს გუნდს ის გამოარჩევს, რომ ყოველთვის მაყურებლის დიდი მხარდაჭერა გვაქვს. უმაყურებლოდ „სამტრედია“ და ფეხბურთიც ბევრს დაკარგავს. მათი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვითარება გამოსწორდება, ეს შეზღუდვა მალე მოიხსნება და მაყურებელს სტადიონებზე შეუშვებენ. მათ გარეშე ფეხბურთი საინტერესოა არა არის. პირადად მე უმაყურებლო სტადიონზე თამაში ძალიან მიჭირს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კოკა სეფიაშვილი.
„სამტრედიას“ ვიცე-კაპიტნის თქმით, პანდემიის პერიოდი რთული გადასატანი იყო:
„ეს ორი თვე რთული გამოდგა. უფეხბურთოდ, გუნდელებისა და ვარჯიშის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იყო. ყველა სეზონის განახლებას ველოდებით და გვინდა, რომ თამაშები რაც შეიძლება მალე დაიწყოს“.