„სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელი - ყაზახებს გაუმართლათ, რადგან ახალი გუნდი ვართ
კოსტანაის “ტობოლმა” “სამტრედია” 2:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
„სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე მეტოქეს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა. მეორე ნახევარში თამაშში ცვლილებები განვახორციელეთ და გატანა შეგვეძლო, მაგრამ “ტობოლი” ძლიერი მეტოქეა და კარი კარგად დაიცვა. მეორე გოლმა კი ყველაფერს წერტილი დაუსვა. ასეთ ანგარიშზე შეხვედრის ბედის შემოტრიალება ბევრ გუნდს არ შეუძლია. შემდეგ ეტაპზე “ტობოლი” მაკედონიურ “ვარდარს” შეხვდება და მიმაჩნია, რომ გაგიმართლათ, ისევე როგორც ჩვენთან, რადგან ახალი გუნდი ვართ”,- განაცხადა ცეცაძემ.
„ქართველებთან პირველი მატჩის შემდეგ ყაზახეთის ჩემპიონატში ვითამაშეთ და დღეს ჩვენი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების მეშინოდა. ასეც მოხდა, სასურველ კონდიციებში ვერ ვიყავით და სამწუხაროდ, მომენტების რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. საერთოდ, ქართველებს ყოველთვის ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავდათ და ამ სფეციფიკას ვითვალისწინებდით. ამის გამო გარკვეული მოთამაშეებში დაძაბულობა იგრძნობოდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის ამოცანა შევასრულეთ“,- განაცხადა „ტობოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ნიკიტენკომ.