„სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელი - ინტერს გიი და მაიკლ ოლაიტანი ჩვენთან დარჩებიან
სეზონის დასრულების შემდეგ „სამტრედიაში“ საკადრო ცვლილებები იწყება, მაგრამ ჯერ უცნობია, საქართველოს ექს-ჩემპიონის რიგებში ვინ დარჩება და ვინ წავა.
გუნდი ჯერ მხოლოდ დავით ჯიქიამ და ლეგიონერმა, ბაქარ ბალდემ დატოვეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა პირველ არხთან გაამხილა, რომ ორი წამყვანი ლეგიონერის დარჩენა გადაწყდა.
„ახალი ჩემპიონატისთვის მზადებას „სამტრედია“ 10 იანვრიდან დაიწყებს. პირველ ეტაპს საქართველოში გავივლით, მეორეს კი – საზღვარგარეთ. ცვლილებებიც იქნება, მაგრამ ჯერ ბევრი რამ გადასაწყვეტია. საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს და მათთან მუშაობა გვსურს. ინტერს გიიმ და მაიკლ ოლაიტანმა თავი კარგად გამოავლინეს და “სამტრედიაში” დარჩებიან, სხვა ლეგიონერებზე კი ჯერ ვერაფერს ვიტყვი. გიიც და ოლაიტანიც არა მხოლოდ სამაგალითო მოთამაშეები არიან, არამედ, მოედანზეც და მის გარეთ ყველას პროფესიონალიზმის მაგალითსაც აძლევენ”, – ამბობს სოსიაშვილი.