„სამტრედიამ“ მეტოქეს, ეროვნული ლიგის 28-ე ტურში, ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ უმასპინძლა და 77-ე წუთზე გატანილი ერთად-ერთი გოლით 1:0 სძლია. ჯაბა ლიპარტიას მიერ კუთხურიდან მოწოდების შემდეგ თბილისელთა კარი მონტენეგროს ნაკრებისა და “ინტერის” ყოფილმა მცველმა, ივან ფატიჩმა აიღო.
28 ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ 18 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე ბოლნისის „სიონთან“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, ხოლო ბოლოადგილოსანი ფოთის „კოლხეთი“ უკვე ხუთი ქულით ჩამოიტოვა. თბილისის „ლოკომოტივი“ 32 ქულით მეექვსე ადგილზეა.