„სამტრედიამ“ მორიგი მოთამაშე დაიმატა – გუნდის პრესსამსახურის ცნობით, დღეს განაცხადში დმიტრო ულიანოვი ოფიციალურად შეიყვანეს.
24 წლის მცველი უკრაინიდანაა, ზაპოროჟიეს „მეტალურგის” გაზრდილია, ბოლოს კი კრამატოვსკის „ავანგარდში” (უკრაინა) გამოდიოდა. ულიანოვი „სამტრედიას” ღირსებას 33-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
შესაძლოა, სამტრედიელთა ახალწვეული გულშემატკივარმა მოედანზე დღევანდელ მატჩში იხილოს – 21 საათზე, „სამტრედია” თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „რუსთავს” ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩში დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, გუშინ „სამტრედიას” ორი ახალწვეული შეემატა – გუნდს ევროპის ლიგაზე მცველი, გიორგი ჯგერენაია და ფორვარდი, ლაშა კუჭუხიძე დაეხმარებიან.