კახა კაჭარავას შემდეგ, საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ მთავარი მწვრთნელის სტაფის წევრებმაც დატოვეს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.
გუნდიდან წავიდნენ მწვრთნელის ასისტენტები, გელა ინალიშვილი, იური გაბისკირია და კობა ჟორჟიკაშვილი.
შევიტყვეთ, რომ „სამტრედიაში“ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნეს – გიორგი მიქაძე, რომელიც საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებების თავკაცი იყო. სამწვრთნელო კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო. ასევე, უმუშავია ეროვნული ლიგა 2-ის მარტვილის „მერანში“.