„სამტრედიას“ გენერალური დირექტორი - ივლისიდან ფეხბურთელები და პერსონალი ანაზღაურებას სრულად მიიღებენ
„სამტრედიას“ გენერალური დირექტორი - ივლისიდან ფეხბურთელები და პერსონალი ანაზღაურებას სრულად მიიღებენ

„პამდემიამ ფინანასურად არა მხოლოდ ფეხბურთი, მსოფლიო ეკონომიკა დააზარალა. ბუნებრივია, გამონაკლისები არც ჩვენ ვართ“ – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა.

ამის მიუხედვად, „სამტრედიას“ ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ვითარება დალაგდება და ივლისიდან ხელფასებს ხელშეკრულების მიხედვით გასცემენ.

„ჩვენი ბიუჯეტი ძირითადად ორი წყაროდან ფორმირდება – ფეხბურთის განვითარების ფონდის საბაზისო დაფინანსებიდან და გენერალური სპონსორის, სამშენებლო კომპანიის დახმარებით. სამწუხაროდ, არსებულმა ვითარებამ პრობლემები ჩვენს სპონსორსაც შეუქმნა. ჩვენ შევძელით და მარტის ხელფასები სრულად გავეცით. შემდეგ გაჩერებული ვიყავით და 50 პროცენტს ვიხდიდით, მაგრამ ჩემპიონატი რომ განახლდება, ივლისიდან ფეხბურთელები და მთელი პერსონალი ანაზღაურებას ისევ სრული ოდენობით მიიღებენ“ – აცხადებს მიხეილ ხუციშვილი.