ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-7 ტურში თბილისის „დინამომ“ გასვლაზე „სამტრედია“ დაამარცხა და ლიდერთა სამეულს დაუბრუნდა.
„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში ეფექტური გოლით მე-17 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ გახსნა. მესამე წუთზე სტუმართა უპირატესობა ბრაზილიელმა პერნამბუკომ შორეული დარტყმით გაზარდა, ხოლო 22-ე წუთზე მან მეკარესთან პირისპირ თორნიკე კაპანაძე დატოვა და „დინამოს“ თავდამსხმელმა „სამტრედიას“ კარი მესამედ აიღო.
თბილისელებმა უპირატესობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაზარდეს. დავით კობოურის გადაცემის შემდეგ, კარის წინ ნოდარ ქავთარაძე აღმოჩნდა და დუბლი შეასრულა – 0:4.
საბოლოოდ, შვიდი ტურის შემდეგ თბილისის „დინამომ“ 12 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ ქულებით გაუთანაბრდა და მეორე ადგილზეა. „სამტრედია“ კი რვა ქულით ისევ მე-6 პოზიციაზე დარჩა.