„სამტრედიამ“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო - გუნდი პლეიოფის ზონიდან თავის დასაღწევად იბრძვის #1TVSPORT
„სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვებით პლეიოფის ზონიდან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ გამართულ ეროვნული ლიგის 27 ტურის დაპირისპირებაში ნომინალური მასპინძელი „სამგურალი“ იყო, რომელიც წყალტუბოში „26 მაისი არენაზე“ მოედნის საფარის უხარისხობის გამო ვერ თამაშობს.
„სამტრედიამ“ მატჩი კარგად დაიწყო და მე-4 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში სტრაჰინია პავიშიჩმა გახსნა. 22-ე წუთზე „სამტრედიელების“ მცველის, დავით უბილავას ჩაწოდებული ნიკა კალანდარიშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 65-ე წუთზე კი ზვიად ნაჭყებიას შესანიშნავი თამაშის შემდეგ თავი ალეკსანდარ მიშოვმა გამოიჩინა.
„სამტრედიამ“ ეროვნული ლიგის მესამე წრეში ბოლო 6 თამაშიდან 2 ფრედ დაასრულა და ზედიზედ ოთხჯერ ისე მოიგო, სამზე ნაკლები გოლი არ გაუტანია. კლუბი 25 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეიაუტის ზონიდან დაწინაურებულ „თელავთან“ (27) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. „სამგურალი“ 42 ქულით დარჩა, მაგრამ მოგების შემთხვევაში, ქუთაისის „ტორპედოს“ დაეწევა.