„სამტრედიამ“ ზედიზედ მეორედ ლიდერს ქულა წაართვა - კუპატაძემ პენალტი მოიგერია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში „სამტრედიამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან ქულა მოიპოვა – 0:0.
„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „სამტრედიას“ მე-7 წუთზე შეეძლო დაწინაურება, მაგრამ თორნიკე ახვლედიანის დარტყმული პენალტი თბილისელთა მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა შეტევას. თამაში უფრო ხისტიც გახდა. მატჩის ბოლო წუთზე „სამტრედიამ“ სახიფათო შეტევა განახორციელა, დავით უბილავას დარტყმა ძელს მოხვდა.
„საბურთალომ“ 23 ტურის შემდეგ 42 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ბათუმის „დინამოსთან“ (46) ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირების შანსით ვერ ისარგებლა. „სამტრედიამ“ (13) კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ერთ-ერთ ლიდერს ქულა წაართვა, თუმცა კვლავ მე-9 ადგილზეა.