„სამტრედიამ“ სეზონში პირველად გაიმარჯვა - „სამგურალმა“ შანსები გაანიავა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ სეზონში პირველად გაიმარჯვა - „სამგურალმა“ შანსები გაანიავა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება მეექვსე ტური მატჩებით განახლდა – წყალტუბოს „სამგურალი“ საკუთარ სტადიონს დაუბრუნდა, „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

მასპინძლებს დაწინაურება შეხვედრის დასაწყისში რამდენიმეჯერ შეეძლოთ. ყველაზე რეალური მომენტი კი 26-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც „სამტრედიას“ მცველმა, ზურაბ ერაძემ საჯარიმოში სერგო კუხიანიძე წააქცია და მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა დაარტყა, მაგრამ „სამტერდიას“ მეკარე გოგი კულუამ კუთხე სწორად შეარჩია და ბურთი მოიგერია.

გამოუყენებელი მომენტებისთვისსამგურალი“ მეორე ტაიმში დაისაჯა. ოთარ კობახიძის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა მათე კვირკვიამ მასპინძელთა კარში ზუსტად დაარტყა და მიმდინარე სეზონში „სამტერდიას“ პირველი გამარჯვება მოუტანა – 0:1.

ექვსი ტურის „შემდეგ“ სამტრედიამ“ სამი ქულა დააგროვა და ბოლო, მეათე ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ სამი ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

სამგურალი“ – „სამტრედია“

გოლები: 0:1 კვირკვია (71. კობახიძის პასით)

02.04. 2021. წყალტუბო. „26 მაისი – არენა“

გაფუჭებული პენალტი: სერგო კუხიანიძე (26. მეკარემ მოიგერია)

სამგურალი“: ქვილითაია – მჭედლიშვილი, ასათიანი, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი – ლუქმან გილმორი – დოლიძე, ჩიხლაძე, ფონიავა – კუხიანიძე, ლექვთაძე

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სამტრედია“: კულუა – კაბა სამბუ, გიორგაძე, ერაძე – იოსელიანი, მესიაჩენკო, ცეცხლაძე, კვირკვია – რუხაძე, ნათან ჟუნიორი, ჯიქია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

მთავარი არბიტრი: გ. ვარდიძე

გაფრთხილებები: გილმორი (16), ასათიანი (21), გიორგაძე (43), კალანდარიშვილი (61), ცეცხლაძე (79), ფონიავა (81), იოსელიანი (81).