„სამტრედიამ“ სანაკრებო პაუზაზე საკონტროლო მატჩები დაგეგმა #1TVSPORT
ქართული კლუბები სანაკრებო პაუზას ეროვნული ლიგის დასკვნითი ეტაპისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ და ამ პერიოდში საკონტროლო მატჩებს გამართავენ – მათ შორის „სამტრედიაც“.
გუნდმა სანაკრებო პაუზაზე სამი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. 7 სექტემბერს გუნდი ბოლნისის „სიონს” დაუპირსპირდება, 9 სექტემბერს – „თელავს“, ხოლო 12 სექტემბერს შეხვედრას „სპაერთან“ გამართავს. სამივე მატჩი თბილისში ჩატარდება.
„სამტრედიამ“ წელევანდელი სეზონი ცუდად დაიწყო და 24 ტურის შემდეგ 16 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა. თუმცა გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო სამი შეხვედრა გათამაშების ლიდერებთან კარგად ჩაატარა – ბათუმის „დინამოსთან“ 1:1 დაასრულა, „საბურთალოსთან“ 0:0, ხოლო გორის „დილა“ გასვლაზე 3:1 დაამარცხა.
ამ მოგებით კლუბმა „გაგრასთან“ (18) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო „თელავთან“ – 5 ქულამდე. კლუბში იმედოვნებენ, რომ ჩრდლოეთმაკედონიელი სპეციალისტის, დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით გუნდი დარჩენილ 11 ტურში ამ ჩამორჩენის შემცირებას შეძლებს.