გამოცდილი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი „სამტრედიის“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ლაშა პარუნაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა 2011 წელს „დინამო თბილისში“ დაიწყო. თამაშობდა ბოლნისის „სიონში“, ცხინვალის „სპარტაკში“. 2017 წელს უცხოეთში პირველად წავიდა და დანიური „ესბიერგის“ ფორმა მოირგო.
დანიაში გატარებული 5 წლის შემდეგ, 2022-ში „საბურთალოში“ დაბრუნდა და ორი წელი ითამაშა. ბოლოს, 2023 წლიდან პარუნაშვილი ყაზახურ „მაქატარალში“ გამოდიოდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.
2017 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ, რომელშიც სადებიუტო შეხვედრა უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში 2017 წლის 23 იანვარს ჩაატარა.
„სამტრედიაში“ გააგრძელებს კარიერას ხოსე კარილიოც – 29 წლის ესპანელი მცველი (სიმაღლე 185 სმ) გრანადაშია დაბადებული. იყო „მალიორკასა“ და „ხეტაფეს“ სათადარიგო გუნდების ფეხბურთელი, თამაშობდა ასევე ესპანურ „ლოგრონიესში“, სლოვაკურ „სენიცასა“ და „მიხალოვცეში“, ირლანდიურ „ფინ ჰარპსში“. ბოლოს „ელ პასოს“ (აშშ) ღირსებას იცავდა.