„სამტრედიამ“ „ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა
„სამტრედიამ“ „ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამეადგილოსანი „სამტრედია“ დაკომპლექტებას აგრძელებს.

ცნობილი გახდა, რომ გუნდმა ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვინსენტ ლუკას ვეილი დაიმატა. ეს ფეხბურთელი 2008–2010 წლებში ინგლისურ გრანდ „ლივერპულში“ ირიცხებოდა, მაგრამ ერთხელაც არ უთამაშია.

ვინსენტ ლუკას ვეილი ესპანურ, ჰოლანდიურ, ჰონკონგურ, ესპანურ, დანიურ და მალაიზიურ კლუბებში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ახლახანს „სამტრედიაში“ მონტენეგროელი ივან ფატიჩი ჩაირიცხა, რომელიც სამი წლის განმავლობაში იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ მცველი იყო.