„სამტრედიამ“ ფოთის „პარკი არენაზე” ადგილობირივ „კოლხეთი“ 1:0 დაამარცხა და ფაქტობრივად პლეი-აუტში მონაწილეობა გაინაღდა.
ეროვნული საფეხბურთო ლიგის ეს შეხვედრა დიდი მნიშვნელობის იყო, რადგან ერთმანეთს ბოლოადგილოსნები ხვდებოდნენ. „სამტრედია” უკეთ გამოიყურებოდა და სტუმართა მონდომებამ შედეგი გამოიღო: 38-ე წუთზე ივან ფატიჩმა მარცხენა ფლანგიდან რეიდი წამოიწყო, მცველებს გაცდა და საჯარიმოში გიორგი ფანცულაია მოძებნა, რომელმაც მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა 0:1.
ამის შემდეგ ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს. მაგალითად, 81-ე წუთზე, კოლხების ფეხბურთელი ლევან კაკულია საჯარიმოსთან ერთდროულად 6 (?!) მოწინააღმდეგეს ცრუ-მოძრაობებით გაცდა და კარის წინ დარჩა, მაგრამ მიზანს ააცილა და ჩემპიონატის გოლის გატანის შანსი ხელიდან გაუშვა, „სამტრედიამ“ კი გასვლაზე 1:0 მოიგო.
იმერლებმა 21 ქულა დააგროვწა, კონკურენტ „კოლხეთს” 7 ქულით გაასწრწა და, დიდი ალბათობით, პლეი-აუტში ითამაშებწნ, ხოლო ფოთელები ლიგა2-ში დაქვეითებას უახლოვდებიან.