ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე „სამტრედიამ“ კიდევ სამი ახალი მოთამაშე დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამტრედიას“ ფორმა მოირგო 25 წლის მცველმა, ესტებან მასკარენამ. ურუგვაელი ფეხბურთელი ბოლოს ესპანეთის რეგიონული ლიგის „სანტ ხორდიში“ გამოდიოდა.
გუნდში ითამაშებს იბრაჰიმ ქადირზადა – 21 წლის აზერბაიჯანელი ფეხბურთელი, რომელიც აგდამის „ყარაბახის“ აღზრდილია, ბოლოს ბაქოს „ნეფჩის“ დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა და აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია.
„სამტრედიაში“ დაბრუნდა გიგი იოსელიანი, რომელიც გუნდის ღირსებას 2015–2016 წლებში იცავდა. 30 წლის ფლანგის მოთამაშე ბოლოს წყალტუბოს „სამგურალში“ ირიცხებოდა.
ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩს „სამტრედია“ 28 თებერვალს ჩაატარებს. გუნდი „კავკასიონი არენაზე“ „თელავს“ ესტუმრება.