„სამტრედიამ“ ინჯგიას დუბლით სეზონში პირველად გაიმარჯვა - „სამგურალი“ კვლავ ვერ იგებს #1TVSPORT
„სამტრედიამ“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმის გმირი მასპინძელთა თავდამსხმელი რეზი ინჯგია იყო, რომელმაც მე-19 წუთზე ლეო ასუნსეოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მცველს გაასწრო და ანაგრიში გახსნა. 37-ე წუთზეც დაახლოებით იგივე მოხდა, ინჯგია მცველს ისევ გაექცა, თავიდან მეკარემ აჯობა, მაგრამ დამატებაზე დუბლი მაინც შეასრულა.
მეორე ტაიმში „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია ვაბანკზე წავიდა და თამაშის გადასარჩენად მოედანზე მესამე თავდამსხმელი შეუშვა. თუმცა სტუმართა მცდელობები უშედეგო გამოდგა და „სამტრედიამ“ 2:0 მოიგო.
ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ პირველი განმარჯვება მოიპოვა, 6 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამგურალი“ (2) ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია და ბოლო, მე-10 პოზიციაზე რჩება.