„სამტრედიამ“ აზერბაიჯანელი ლეგიონერი დაიმატა - გუნდმა „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT
„სამტრედიაში“ საკადრო ცვლილებები გრძელდება. ბოლო დღეებში გუნდის ადმინისტრაციამ ერთი მოთამაშე დაიმატა და ერთიც გაუშვა.
მომავალ სეზონში „სამტრედიის“ ღირსებას აბდულა ხაიბულაიევი დაიცავს – 21 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში, „საბაჰში“ თამაშობდა. ის აზერბაიჯანის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა. ხაიბულაიევი ქართულ გუნდში იჯარით ითამაშებს. გუნდი კი ლევან ბარაბაძემ დატოვა.
გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილებმა ამხანაგური მატჩი საგარეჯოს „გარეჯთან“ გამართეს და 3:0 გაიმარჯვეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში „სამტრედიამ“ მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა – თავი გამოიჩინეს ზვიად ნაჭყებიამ, რევაზ ინჯგიამ და ვარლამ კილასონიამ.
„სამტრედია“: ლომიძე, გვიშიანი, აბულაძე, კამლაძე, ბოჭორიშვილი, ხმალაძე, ექვთიმიშვილი, კირკიტაძე, ლაღაძე, რობაქიძე, ჩამბა
შეცვლაზე შევიდნენ: ბურიჩენკოვი, კორიფაძე, უბილავა, მირცხულავა, კილასონია, ზარიძე, ხაიბულიაევი, ინჯგია, ნაჭყებია