„სამტრედიამ“ ახალწველები წარადგინა
„სამტრედიამ“ ახალწველები წარადგინა
„სამტრედიას“ სამი ახალწვეული ჰყავს. გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, ორი მათგანი ქართველია, ერთიც – ლეგიონერი.
გუნდის წევრი გახდა მათე კვირკვია – უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა თბილისის „დინამოში“, ბათუმის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „რუსთავში“, „დილაში“, „ზესტაფონში“ და „ვიტ ჯორჯიაში“.
„სამტრედიას“ ფორმას მოირგებს 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი დიეგო დიზიც – , რომელიც 2019 წლამდე საკუთარ ქვეყანაში დაბალი ლიის გუნდებში თამაშობდა, ბოლოს კი ისლანდიური „გრინდავიკში“ გამოდიოდა.
„სამტრედიას“ მესამე ახალწვეული 22 წლის მეკარე გოგი კულუაა – თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი, რომელიც ერთი ხანობა გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც იყო. გასულ სეზონში კულუა „რუსთავში“ თამაშობდა.
„სამტრედიამ“ თბილისურ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი გამართა – გუნდი გორის „დილას“ მუხიანის სარაგბო კომპლექსის სტადიონზე დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
„სამტრედია“ მორიგ ამხანაგურ მატჩს 3 თებერვალს „რუსთავთან“, 6 თებერვალს კი „თელავთან“ გამართავს, რის შემდეგაც თურქეთში გაემგზავრება.