„სამტრედიამ“ ახალი ფეხბურთელები წარადგინა
„სამტრედიამ“ ახალი ფეხბურთელები წარადგინა

„სამტრედიას“ მთავარმა მწვრთნელმა კახი კაჭარავამ და კლუბის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა გუნდის ახალწვეულები წარადგინეს.

კომპანია „არქის“ სათაო ოფისში გამართულ პრეზენტაციას ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ გუნდში 14 ახალი ფეხბურთელი ითამაშებს – მათ შორის, ორი თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანია, გუჯა რუხაია და ლაშა თოთაძე. ასევე წელს მიიწვიეს გიორგი ილურიძე, ლუკა იმნაძე, ლაშა ქოჩლაძე, დიეგო დიზი, ლუკა რობაქიძე, სტრაჰინია კრსტევსკი, მათე კვირკვია, გოგი კულუა, სტეფან სიკაჩი და სამუელ ინკუმი.

​მათ გარდა, „სამტრედიაში“ კაბბა და რიკარდო ფერეირა ჩაირიცხნენ, რომლებიც კლუბთან ერთად თურქულ შეკრებაზე სინჯებზე იმყოფებოდნენ.