„სამტრედიადან“ მიშოვი და პავიშიჩიც წავიდნენ #1TVSPORT
„სამტრედიადან“ მიშოვი და პავიშიჩიც წავიდნენ #1TVSPORT

„სამტრედია“ ნახევარმცველმა პავიშიჩმა და თავდამსხმელმა მიშოვმა დატოვეს, – ინფორმაციას Transfermarkt ავრცელებს.

გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოს ცნობით, პავიშიჩი კარიერას ჩრდილომაკედნიურ კლუბ „მაკედონიაში“ გააგრძელებს. 27 წლის სერბი ნახევარმცველის ტრანსფერი „მაკედონიაში“ ოფიციალურად დადასტურდა.

სტრაჰინია პავიშიჩი ეროვნული ლიგის კლუბ „სამტრედიაში“ 2021 ჩაირიცხა, შემდეგი სეზონი „თელავში“ გაატარა. 2023 წელს სლოვაკეთის ლიგაში „ტატრან ლიპტოვსკის“ შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ზაფხულში საქართველოში დაბრუნდა და კონტრაქტი კვლავ „სამტრედიასთან“ გააფორმა.

ალეკსანდრ მიშოვი კი დასრულებულ სეზონში „სამტრედიის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კლუბის ეროვნულ ლიგაში დარჩენაში დიდი როლიც ითამაშა. 25 წლის ჩრდილომაკედონიელმა თავდამსხმელმა სეზონში ცხრა გოლი გაიტანა – რვა გოლი რეგულარულ სეზონში, ხოლო ერთიც – ფლეი-ოფში.

გავრცელებული ინფორმაციით, მიშოვით „დინამო თბილისი“ დაინტერესდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში მას უზბეკეთში გადასულ ზორან მარუშიჩის შემცვლელად მოიაზრებდნენ. თუმცა, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბალკანელმა თავდამსხმელმა „სამტერდია“ დატოვა, თავისუფალი აგენტია და უგუნდოდ არის დარჩენილი.

პავიშიჩის და მიშოვის გარდა, სეზონის ბოლოს „სამტრედია“ კიდევ რამდენიმე მოთამაშემ დატოვა – ახალ გუნდებში ითამაშებენ ზვიად ნაჭყებია, თორნიკე ახვლედიანი, ვარლამ კილასონია, დავით კირკიტაძე, ლუკა ხარატიშვილი და ილია ახვლედიანი.