ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშება მე-13 ტურის შეხვედრით განახლდა. „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედია“ „თელავს“ დაუპირისპირდა.
თამაში თავიდანვე დაძაბული გამოდგა. მეტოქეებმა საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს. განსაკუთრებით სახიფათო იყო 62-ე წუთზე ნათან ჟუნიორის შეტევა – „სამტრედიას“ ლეგიონერმა კარში ზუსტად და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ „თელავი“ მეკარე ლუკა სანიკიძემ გადაარჩინა. სახიფათო, მაგრამ უშედეგო გამოდგა მასპინძელთა ცენტრალური მცველის, კილასონიას განვითარებული იერიშიც. მან ბოლო წამზე ჯარიმა სახიფათოდ შეასრულა, ბურთი ძელს მოარტყა.
საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა – 13 ტურის შემდეგ 13 ქულით „სამტრედია“ მე-8 ადგილზეა, ხოლო „თელავს“ აქტივში 15 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში კვლავაც მე-6 პოზიციაზეა.