„სამტრედიამ“ თურქული შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ყაზახურ „აკსუსთან“ გამართა და კვლავ დამარცხდა 0:1 – მატჩის ერთადერთი გოლი კუთხურის გათამაშების შემდეგ ფეით ობილორმა გაიტანა.
ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბს მანამდე ბათუმის „დინამომ“ 1:0 მოუგო.
„სამტრედია“: ბურიჩენკოვი, კორიფაძე, მირცხულავა, კილასონია, უბილავა, ოლატუნჯი, ხმალაძე, ჩიტაიშვილი, ინჯგია, ნაჭყებია, ჩამბა.
შეცვლაზე შევიდნენ: იოსელიანი, აბულაძე, კამლაძე, ხაიბულიაევი, ზარიძე, ექვთიმიშვილი, თევზაძე, ლაღაძე, კირკიტაძე.
მატჩის შემდეგ „სამტრედია“ საქართველოში გამოემგზავრა, 25 თებერვალს კი სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას „თელავთან“ გამართავს. ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.