„სამტრედია“ შაშიაშვილმა დატოვა - მენეჯმენტი მოლაპარაკებებს უცხოელ მწვრთნელებთან აწარმოებს #1TVSPORT
„სამტრედია“ შაშიაშვილმა დატოვა - მენეჯმენტი მოლაპარაკებებს უცხოელ მწვრთნელებთან აწარმოებს #1TVSPORT

„სამტრედიის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი შაშიაშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, – ინფრომაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი შაშიაშვილმა კლუბის ხელმძღვანელობას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა.

კლუბი განიხილავს მის ამ გადაწყვეტილებას. პარალელურად, მენეჯმენტი და დამფუძნებელი კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ უცხოელ მწვრთნელებთან, რათა უმოკლეს დროში შეირჩეს მთავარი მწვრთნელი.

ამჟამად გუნდი საწვრთნელ პროცესს ასისტენტი მწვრთნელების ხელმძღვანელობით განაგრძობს და „სამგურალთან” მატჩისთვის აქტიურად ემზადება“, – წერია „სამტრედიის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „სამტერდიამ“ საკუთარ მოედანზე უშალო კონკურენტს, „გაგრას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ლიგაში გამართული რვა ტურის შემდეგ გუნდი ოთხი ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.