„სამტრედიამ“ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის გასვლითი შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში კახა კაჭარავას გაწვრთნილები თბილისის „მერანს“ ესტუმრნენ და თამაში ცუდად დაიწყეს: მერვე წუთზე ზურაბ თევზაძემ ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში ვითარების გამოსასწორებლად „სამტრედიას“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ შეტევის ხაზი გააძლიერა და ამან შედეგიც მოუტანა: 49-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა შოთა კერძევაძის გოლით აღადგინეს , 54-ე წუთზე კი მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ნიჯათ ყურბანოვმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „სამტრედიამ“ 1:2 მოიგო.
ექვსი ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ რვა ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ დაეწია და მეხუთე ადგილზეა, ხოლო „მერანი“ სამი ქულით ისვე ბოლოსწინა მეცხრე პოზიციას იკავებს.
მეექვსე ტურის დანარჩენი მატჩები 18 და 19 ივლისს გაიმართება.
შაბათი, 18 ივლისი
საბურთალო – ლოკომოტივი
18:00. მიხეილ მესხი – თბილისი
დინამო ბთ – ტორპედო
21:00. ჯონი ბაკურიძე – ანგისა
კვირა, 19 ივლისი
დინამო თბ – დილა
21:00. დინამო არენა – თბილისი