ეროვნული საფეხბურთო ლიგის „სამტრედიამ“ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზით ისარგებლა და „ზესტაფონთან“ გასვლაზე ამხანაგური მატჩი გამართა.
დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე იმერული გუნდების შეხვედრაში „სამტრედიას“ რამდენიმე ლიდერი არ მონაწილეობდა – დავით კუპატაძე, გიორგი გურული, ბექა ტუღუში, ივან ფატიჩი და ჯაბა ლიპარტია. თუმცა, შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი მასპინძლებსაც დააკლდათ.
შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა – 12-ე წუთზე, ანგარიში ზესტაფონელმა ბაჩო ბერაძემ გახსნა. 15-ე წუთზე სამტრდიელმა შოთა კერძევაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 17-ეზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ოლეგ მამასახლისმა გოლად აქცია. 37-ე წუთზე ბაჩო ბერაძემ დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა 2:2.
68-ე წუთზე მარგველთა შეტევა ნოდარ გაჩეჩილაძის გოლით დაასრულა, საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ზაალ ზუზაძემ დააფიქსირა და რეგიონული ლიგის წარმომადგენელმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 4:2.