„სამტრედია” მორიგმა ლეგიონერმა დატოვა. კლუბის ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგის მესამეადგილოსან კლუბში ვინსენტ ლუკას ვეილი აღარ ირიცხება.
გუნდ „სამტრედიას” ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კლუბი დღეს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.
ცნობილი გახდა, რომ ვინსენტ ვეილი 2008–2010 წლებში ინგლისურ გრანდ „ლივერპულში“ ირიცხებოდა, მაგრამ ერთხელაც არ უთამაშია.
შეგახსენებთ, სეზონის მსვლელობისას, „სამტრედია” რამდენიმე მოთამაშემ დატოვა- უჩა ლობჟანიძემ, გიორგი განუგრავამ, ომარ მიგინეიშვილმა, ბუბა დაუშვილმა, ანრი ნდონგმა და სიდი სანიამ.
ეს ხდება ევროპის ლიგაზე ყაზახურ „ტობოლთან” თამაშამდე ორი კვირით ადრე, სათანადო შევსება კი კლუბში ჯერ არ ჩანს.