„ეროსი მანჯგალაძე-არენამ“ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა – „სამტრედია“ თბილისის „ლოკომოტივს” შეხვდა და ქულები გაინაწილა.
„სამტრედია“ მოგებით ქუთაისის „ტორპედოს“ გადაასწრებდა და მე-7 ადგილზე აინაცვლებდა. თბილისის „ლოკომოტივს“ კი ჰქონდა შანსი, ოთხეულს მაქსიმალურად მიახლოებოდა.
ორივე გუნდმა საამისოდ ბევრი სცადა, მაგრამ როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში დაცვა შეტევაზე უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა.
მე-10 ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა 18 და 19 აგვისტოს გაიმართება:
სამშაბათი, 18 აგვისტო
17:30. მიხეილ მესხი – თბილისი
ჩიხურა-საბურთალო
ოთხშაბათი, 19 აგვისტო
19:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
დილა-ტორპედო