„სამტრედია“ ლიგა 2- საუკეთესო მოთამაშემ დატოვა
„სამტრედია“ ლიგა 2- საუკეთესო მოთამაშემ დატოვა
„სამტრედიამ“ ლიგა 2-ში მეორე ადგილი დაიკავა, პლეი ოფში ბოლნისის „სიონი“ 4:1 (0:0, 4:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, კახა კაჭარავას ხელმღვანელობით, გუნდი დედაქალაქში, “ახალი თბილისის” სპორტულ კომპელქსში ემზადება.
 
„სამტრედია“ ოთხ ფეხბურთელს შეელია. ახალ გუნდს ეძებენ დენის დობროვოლსკი, გიორგი ივანიაძე და ავთანდილ ენდელაძე. ყველაზე მოულოდნელი კი გურამ სამუშიას წასვლა იყო.
„გუნდის დატოვებას არ ვაპირებდი, რადგან ეროვნულ ლიგაში „სამტრედიაში“ თამაშის სურვილი მქონდა, მაგრამ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკების დროს პირობებზე ვერ შევთანხმდით და გუნდის დატოვება გადავწყვიტე“ – ამბობს გურამ სამუშია.
25 წლის ფეხბურთელის თქმით, ეროვნული ლიგის გუნდები იწვევენ: „იყო ლაპარაკი ლვოვის „კარპატზე“, მაგრამ კონკრეტიკა არ იყო და უარი ვთქვი. ახლა ეროვნული ლიგის სამი გუნდი მიწვევს და ახალ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გავაფორმებ“.
ლიგა 2-ში ჩატარებულ 32 მატჩში გატანილი 15 გოლით გურამ სამუშია გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ფეხბურთის ფედერაციამ კი 2019 წელს ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.