„სამტრედიას“ ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდი ორმა ფეხბურთელმა დატოვა – უკრაინელი მცველები, დმიტრო ულიანოვი და ეგორ სმირნოვი „სამტრედიას“ ღირსებას აღარ დაიცავენ.
გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, ფეხბურთელებმა კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს. ულიანოვი „სამტრედიას“ 2018 წლის 27 ივნისს შეუერთდა და გუნდის მაისურით ორი მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება ეგორ სმირნოვს, მან „სამტრედიასთან“ კონტრაქტი 2018 წლის 25 ივლისს გააფორმა, სამი მატჩი სრულად ჩაატარა, ორ შეხვედრაში კი შეცვლიდან ითამაშა და თავი მხოლოდ ავტოგოლით გამოიჩინა.