„სამტრედია“ კირკიტაძეს შეელია
„სამტრედია“ კირკიტაძეს შეელია

დათო კირკიტაძეს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს – „სამტრედიას“ 25 წლის ფლანგის თავდამსხმელი გუნდის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა და “სამტრედია” უკვე დატოვა.

მიზეზი გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა გახდა – გუნდში დაბრუნებულმა გია ცეცაძემ ახალი მოთამაშეები მიიყვანა და გუნდის განახლება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, კირკიტაძე სად ითამაშებს.

დავით კირკიტაძე “სამტრედიაში” წელს ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში მან გუნდში 18 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.