„სამტრედია“ კარანტინზე რუსთავშია
„სამტრედია“ კარანტინზე რუსთავშია

„სამტრედიას“ ფეხბურთელებმა, ეროვნული ლიგის სხვა გუნდებთან ერთად, COVID 19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი გაიარეს და 2-კვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან.

ცნობილი გახდა, რომ „სამტრედია“ რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში დაბინავდა. ამ დროის განმავლობაში, ფეხბურთელები მოახლოებული მატჩებისთვის ადგილზე მოემზადებიან. ჩემპიონატის განახლებამდე, „სამტრედია” COVID 19-ზე ტესტირების მეორე ეტაპს გაივლის.

ეროვნულ ლიგაში კახა კაჭარავას გაწვრთნილები სეზონს 27 ივნისს გორის „დილასთან“ გასვლითი მატჩით განაახლებენ. ჩემპიონატის დროებით შეჩერებამდე, „სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში 2 შეხვედრა გამართა და 3 ქულა დააგროვა.